დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016590 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.105.016582) შეტანილ იქნეს ცვლილებება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი თავი I. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 44012,6 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 33056,9 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 7962,6 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2993,1 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 36362,7 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 10412,4 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 14412,4 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 4000,0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -2762,5 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 7649,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
ათას ლარში
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 863,3 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2020 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 1740,9 ათას ლარს. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თვითმმართველი ერთეულის (აღმასრულებელი ორგანო) მიერ კაპიტალური ინვესტიციების დასაფინანსებლად გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები მოიცავს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის, ნაგავმზიდი მანქანებისა და კონტეინერების შეძენის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის, მუნიციპალულრი ავტოპარკის გაფართოების მიზნით აღებულ სასესხო ვალდებულებებს. აღნიშნული სასესხო ვალდებულების საწყისი ნაშთი 2021 წლის 1 იანვრისთვის გახლავთ 13,913.4 ათასი ლარი, აქედან 2021 წელს სასესხო ვალდებულებებით გადასახდელი თანხა შეადგენს 2094.6 ათას ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი 2021 წლის 31 დეკემბრისთვის იქნება 11,818.8 ათასი ლარი. ათ.ლარი
თავი II. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
მუხლი 13. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 18350,3 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6130,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9472,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3667.8 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4031.4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
თავი III. ზუგდიდის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 18. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
თავი IV. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 19. ასიგნებების დაფინანსება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 20. სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად შეიქმნას სარეზერვო ფონდი და მოცულობა განისაზღვროს 200.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 21. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 350000 ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. მათ შორის : ა) 90000 ლარი - ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის . ბ) 240000 ლარი - ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის . გ) 10000 ლარი - ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის . დ) 10000 ლარი - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 22. ვალდებულებებისა და დავალიანებების ანაზღაურება 1.მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 0104-დან დაფინანსდება წინა წლების მუნიციპალიტეტის მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის აღებული ვალდებულებები, ასევე: დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები. 2.წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2021 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 23. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1.საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბაზისო განაკვეთი შეადგენს 1000 ლარს. 2.2021 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შეზღუდოს ჯილდოებისა და დანამატების გაცემა შესაბამისი წინადადებათა განხილვის შედეგად. 3.2021 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებათა მიერ ეკონომიური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საკრებულოს თანხმობით არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12 - სა. მუხლი 24. ასიგნებების გადანაწილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 25. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურმა, ზედამხედველობის სამსახურმა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურმა ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მერიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია და წინადადებები: ა) სახელმწიფო და ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი და ხელშეკრულების შესრულების შემდგომ დარჩენილი ეკონომიის თანხების შესახებ. ბ) წარმოადგინონ წინადადებები ეკონომიის თანხებით ახალი - საშუალოვადიანი პერიოდში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე. მუხლი 26. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 27. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება გაგრძელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამის საკითხზე დამტკიცებული დადგენილებისა და დებულების შესაბამისად. მუხლი 28. 2021 წელს შესასწავლი და განსახორციელებელი ღონისძიებები 2021 წლის განმავლობაში შესწავლილ იქნეს: ა) მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებში შრომის ანაზღაურების მოწესრიგების საკითხი. ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „ზუგდიდაგორსერვისის“ ფუნქციონირების ეფექტურობის საკითხი. გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-იების და შპს-ეების მიერ საკუთარი შემოსულობების მობილიზაციის და გამოყენების მდგომარეობა. მუხლი 29. შშმ პირთა საჭიროებები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები მორგებულ (ადაპტირებულ) იქნეს შშმ პირთა საჭიროებებს.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 23 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები