დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის N05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-ძ/ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016124 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №
05-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუქნტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016115) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის) თანდართული ტიპური დებულება.’’. 2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №27.“. 3. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი.’’. 4. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები: 1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელება ან/და განხორციელების ხელშეწყობა. 2. ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია: ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა; დ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ე) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დებულებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.’’. 5. დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, მინისტრის უფლებამოსილების ვადით.’’. 7. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის, მივლინების, ასევე, წვევამდელთა აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო ძალების რეზერვში გადარიცხვის საკითხებზე;’’. 8. დებულების მე-6 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) დევნილებთან კოორდინაციის სამსახური; ბ) პროგრამების სამსახური; გ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური. 2. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან კოორდინაციის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურებას, ასევე, სამართლებრივი სახის კონსულტაციების გაწევას; ბ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას; გ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას. 3. პროგრამების სამსახური უზრუნველყოფს: ა) სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას; გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობას; დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას. 4. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს: ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; ბ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას; გ) სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას; დ) კანონმდებლობით დელეგირებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები