დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 239 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016675 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
„3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათით სარგებლობის მიღების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მომსახურების ოფისებში უნდა წარმოადგინონ განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და დაურთონ შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირებისთვის; „ 1.2 წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეები მგზავრობენ პლასტიკური ბარათების გამოყენებით, რომელსაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ პროგრამით მოსარგებლე პირთა შესახებ მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის პირის ფოტოსურათი), საფუძველზე ამზადებს უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი). მოქალაქე უფლებამოსილია შესაბამისი ბარათი მიიღოს ბარათის გამცემისგან, მუნიციპალიტეტიდან ან/და ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამგზავრო პლასტიკურ ბარათზე დატანილი იქნება მისი მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ფოტოსურათი. იმ შემთხვევაში, თუ არ არის შერჩეული ბარათების გამცემი უფლებამოსილი პირი, ბარათების გადაცემას ახორციელებს – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი სხვა სუბიექტ(ებ)ი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები