„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022624
72
23/02/2021
ვებგვერდი, 23/02/2021
470000000.10.003.022624
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2021 წლის 23 თებერვალი 

ქ. თბილისი

 

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უზრუნველყოფა „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მათ შორის:

პ.ა) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესყიდვა (ვაქცინების საქართველოს ტერიტორიამდე ტრანსპორტირების, საბაჟო პროცედურების ხარჯების გათვალისწინებით);

პ.ბ) ლოგისტიკური ღონისძიებების (ვაქცინების განაწილება, ტრანსპორტირება) უზრუნველყოფა.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. პროგრამის მე-3 მუხლის „პ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. პროგრამის მე-3 მუხლის „პ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს ცენტრი.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის  „ბ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების, ასევე „პ.ბ“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია ცენტრი.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, ასევე „პ.ა“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია სამინისტრო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი