შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/1075-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2021
სარეგისტრაციო კოდი
2/1075-19
05/02/2021
ვებგვერდი, 23/02/2021
შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

080210019002984142

საქმე №2/1075-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

 

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

1. მეურვე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ქრისტინე კუბლაშვილი

2. მოვალე - შპს „თბილიქიდსი“

3. კრედიტორები (განმცხადებელი) – 1. სსიპ შემოსავლების სამსახური ( წარმომადგენელი - მადონა გეწაძე)

2. შპს „ბარამბო და კომპანია

3. შპს „ევრო პაკი“ 

4. შპს ,,ჯეო-კოოპ“ 

5. შპს „მია“,

6. შპს „ოთარ ბრეგვაძე და კომპანია“ 

7. შპს „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ 

8. შპს „მაგთიკომი“ 

9. თამუნა იზორია

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

2018 წლის 26 დეკემბერს შპს „თბილიქიდსმა“ (დირექტორი თამუნა იზორია) განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს „თბილიქიდსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „თბილიქიდსის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

2019 წლის 02 მაისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2020 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შპს ,,თბილიქიდსის“ (ს/კ 415095060) გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

2020 წლის 21 აგვისტოს განჩინებით კი შეწყდა მოვალე შპს „თბილიქიდსის“ ქონების მოძიება.

2021 წლის 18 იანვარს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ქრისტინე კუბლაშვილმა მომართა სასამართლოს, და მიუთითა, რომ შპს „თბილიქიდსის“ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 268 280.70 ლარი. „გადახდისუუნარობის საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, მოვალე საწარმოს სამეურვეო რეალიზაცია განხორციელდა რიგით მესამე აუქციონზე ერთიანი კომპლექსის სახით. 2020 წლის 13 ნოემბერს დასრულებულ #80222 აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული და ქონების საფასური შემძენის მიერ სრულად იქნა გადახდილი კანონით დადგენილ ვადაში. რეალიზებული ქონების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 26 828.08, ლარი საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი - 4 092.42 ლარი დაექვემდებარა ბიუჯეტში გადარიცხვას. „გადახდისუუნარობის საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მესამე პუქტის, ამავე კანონის 37-ე მუხლის მეხუთე პუნქტის, მე-40 მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #144 ბრძანების მე- 9 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური ჯამში შეადგენს 30 000 ლარს და წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას.

განმცხადებელი ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვროს  მოთხოვნების რეესტრის პირველ რიგში.

2021 წლის 18 იანვარს, გაკოტრების მმართველმა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ქრისტინე კუბლაშვილმა სასამართლოს წარუდგინა გაკოტრების ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაკოტრების მმართველმა განახორციელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედები. გაკოტრების მმართველმა მოითხოვა გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი თანხის განაწილების გეგმის დამტკიცება, შპს „თბილიქიდსის“ მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის  თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.  შპს „თბილიქიდსის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2021 წლის 26 თებერვალს 15:30 საათზე  შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნის შემოწმება;

ბ) შპს „თბილიქიდსის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მდებ.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში და გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებ გვერდზე www.ecourt.ge;

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

 

მანანა  ნიკაჭაძე                                                  

მოსამართლე