დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016604 |
|
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების დავით კობახიძისა და ნოდარ სიგუას სახელების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ სიგუას სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩის მონაკვეთს და ჭირნახულის ქუჩის შესახვევს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დავით კობახიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დავით კობახიძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. სამგორის რაიონში, ჭირნახულის II ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დავით კობახიძის II შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 6. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები