,,კასპის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016444
3
19/02/2021
ვებგვერდი, 23/02/2021
190040000.35.149.016444
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2021 წლის 19 თებერვალი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2020; 190040000.35.149.016440) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა)  შევიდეს ცვლილება დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საფიქსაციო საშუალების ამოღება“.

გ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ოპერაციებთან დაკავშირებული საფიქსაციო საშუალების ამოღება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე