დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016333 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე-6 და 25-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის №24 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 17/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016274)დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს.“. 2. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში მათი აგრარულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის; ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი მიზნობრივი აგრარული პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში ჩართულობა და მონიტორინგი; გ) სოფლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი აგრარულ სექტორში ჩართულობაში ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებაში მონაწილეობით; დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; ე) აგრარულ საკითხებზე სხვადასხვა მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში დეპარტამენტის ჩართულობა და დევნილ ფერმერთა აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ვ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და სხვა აგრარულ საკითხებში მოპოვებული მასალების ანალიზი, შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში ჩართულობა და მონიტორინგი; ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესში; თ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აგრარული მიმართულების პროცესებისა და ტენდენციების ანალიზი, სოფლად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციების შემუშავება; ი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობით არსებული პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; კ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვით და სატყეო დარგის თემატურ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა; ლ) აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ტყის ფონდის შესახებ კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და სამინისტროსთვის მიწოდება. მ) სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით და სატყეო დარგის პროექტებისა და საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ინტეგრაცია; ნ) დეპარტამენტის მიზნების და ამოცანების მისაღწევად და შესასრულებლად განხორციელებული სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“. 3. დებულების მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშაოს აგრარულ სექტორში მიზნობრივი პროგრამები და ხელი შეუწყოს მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას.“. 4. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტი: „ა1) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების მიერ აგრარულ სექტორში განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგი.“. 5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის უფლებამოსილების ვადით.“. 6. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით.“. 7. დებულების მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 7. დეპარტამენტის თვამჯდომარის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.“. 8. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.“. 9. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) პროგრამების დაგეგმარების სამმართველო; გ) ანალიტიკისა და მონიტორინგის სამმართველო; დ)გარემოს დაცვისა და სატყეო სამმართველო.”. 10. დებულების მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. ადმინისტრაციული სამმართველო“. 11. დებულების მე-6 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა.“. 12. დებულების მე-6 მუხლის „ტ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სისტემური უზრუნველყოფა.“. 13. დებულების მე-6 მუხლის „უ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) დეპარტამენტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება.“. 14. დებულების მე-6 მუხლის „ფ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“. 15. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პროგრამების დაგეგმარების სამმართველო ფუნქციები და კომპეტენცია: ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ, მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვისა და სატყეო დარგის მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა; ბ) აგრარული დარგის განვითარების სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; გ) სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი აგრარული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა; დ) აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ ან/და გეგმავენ აგრარული ფორმატის პროექტებს/პროგრამებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ე) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა აგრარულ პროგრამებში და პროექტებში ჩართულობის მიზნით სისტემატიზირებული და განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებთან თანამშრომლობით; ვ) სხვადასხვა აგრარულ მათ შორის გარემოსდაცვით სახელმწიფო პროგრამებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა; ზ) ქვეყნის აგრარულ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებში და პროექტებში და დონორ-ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში და პროგრამებში სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში („მრგვალი მაგიდა“, კონფერენციები, სასწავლო ტურები, სემინარები, ფესტივალები, პრეზენტაციები და სხვ.) მონაწილეობა; თ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული სასოფლო პროდუქციის პოპულარიზაცია და ამ კუთხით მიმართულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა; ი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნაში და მათი სახვადასხვა აგრარულ პროგრამებში ჩართულობაში; კ) აგრარულ სექტორში დასაქმებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლების, დარგში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით მათი სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.“. 16. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ანალიტიკისა და მონიტორინგის სამმართველო ფუნქციები და კომპეტენცია: ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ-ინვაზიური, ეპიდემიოლოგიური, მცენარეთა დაცვის, გარემოს დაცვისა და სატყეო დარგის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიტიკა, საჭიროებების დადგენა, შესაბამისი კვლევა და ოპერატიული რეაგირებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული აგრარული პროგრამების მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო და არასაკარანტინო მავნებელთა და დაავადებათა გამოვლენა, სათანადო რეაგირება სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან კოორდინირებულად და ფიტოსანიტარული მონიტორინგის განხორციელება; დ) ქვეყანაში აგრარული მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი სიახლეებისა და დარგში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე სხვა (აგრარული) მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების ან/და მოქმედების გეგმის შემუშავება, სამინისტროს სისტემაში არსებულ სხვა უწყებებთან ერთად შესაბამისი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ინფორმირება; ვ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ, მცენარეთა დაცვის, გარემოსდაცვისა და სატყეო დარგის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის ფორმების შემუშავება; ზ) სოფლად მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წიანადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. 17. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. გარემოს დაცვისა და სატყეო სამმართველო ფუნქციები და კომპეტენცია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით; ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი და სატყეო დარგის პროგრამებში ჩართულობა, თემატური პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა; გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების გარემოსადცვითი მონიტორინგის ხელშეწყობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთანამშრომლობით არსებული პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; დ) სახელმწიფო და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სატყეო დარგის პროექტებსა და საგრანტო პროგრამებში ჩართულობა/თანამშრომლობა; ე) ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ვ) გარემოსდაცვით სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვის გეგმები, ბიომრავალფეროვნება და სხვა; ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და სხვა ადგილებში გამწვანებისა ობიექტებისა და მწვანე სივრცეების მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ღონისძიებებში ჩართულობა; თ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში ჩართულობა/ მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსითა და დაკავშირებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება და შესაბამის უწყებაზე მიწოდება; კ) გარემოსდაცვით და სატყეო დარგის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებისა და სემინარებში მონაწილეობა; ლ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში ჩართულობა; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი.დოლიძე) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები