დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016332 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2019 წ. ,სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს დებულების“:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა; საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის დარგების გავითარების ხელშეწყობა; ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტურიზმის, მრეწველობის, მშენებლობის, ელექტრონული კომუნიკაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა.“; ბ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, წარმოებისა და მომსახურების სფეროებში ეფექტური ღონისძიებების გატარებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;“;. გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ–ქ“ ქვეპუნქტები: „ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; რ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ს) საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობა; უ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი კონცეფციების შემუშავება; ფ) ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, წინადადებების შემუშავება და მასზე რეაგირება; ქ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები სტრუქტურული ქვედანაყოფებია: 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) ინსპექტირების სამმართველო; გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო. 2. საბიუჯეტო დეპარტამენტი: ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო; ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო. 3. დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტი: ა) დარგობრივ და აგრარულ საკითხთა სამმართველო; ბ) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო; გ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო; დ) სტატისტიკის სამმართველო. 4. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო. 5. სახაზინო დეპარტამენტი. 6. საფინანსო დეპარტამენტი. 7. შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროს გამგებლობაშია საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებია: ა) სსიპ – პროგრამებისა და სერვისების სააგენტო; ბ) სსიპ – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნესინკუბატორი“; გ) სსიპ – აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; დ) ააიპ – საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის.“. 5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ითანხმებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ათანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხას;“. 6. მე-9 მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ – ლ“ ქვეპუნქტები: „ი)სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; კ)მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება; ლ)სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა.“. 7. მე-11 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტი“. ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“. გ) „ბ“ და „გ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი – უ“ ქვეპუნქტები: „ი) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; კ) აფხაზეთის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება და საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხილვა; მ) აგრარულ, გარემოსდაცვითი და დარგობრივი ეკონომიკის მიმართულებებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფა; ნ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი; ო) აგრარულ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ინიციირება და მხარდაჭერა. შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; პ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა; ჟ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების – ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტურიზმის, მრეწველობის, მშენებლობის, ელექტრონული კომუნიკაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების, ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა – განვითარების მიზნით წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება; რ)სამშენებლო კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ს) სათანადო კვლევების საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ტ)კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობის მიღება; უ) ელექტრონული კომუნიკაციების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება.“. 8. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანებია:“. გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები. „ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობა; თ) ადამიანური რესურსების მართვა.“. 10. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. მე-15 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სახაზინო დეპარტამენტი“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ სახაზინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“; გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი; „კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;“. 12. მე-16 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. საფინანსო დეპარტამენტი“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საფინანსო დეპარტამენტის ამოცანებია:“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. მე-17 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. შიდა აუდიტის დეპარტამენტი“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები