„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016330
7
17/02/2021
ვებგვერდი, 22/02/2021
010320040.32.061.016330
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2021 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 07/08/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320040.32.061.016098) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სამინისტროს  ადმინისტრაცია:

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

გ) განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური;

დ) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური;

ე) კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური;

ვ) საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

გ) ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ხელშეწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებაში ხელშეწყობა; ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობა;

ვ) სახელოვნებო სკოლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა შემოქმედთა და განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და ამ სფეროში პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განხორციელებაში ხელშეწყობა;

თ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ხელშეწყობა;

ი) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების შესახებ წინადადებების შემუშავება;

კ) ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სპორტისა და ახალგაზრული საქმიანობის სფეროსთან;

ლ) საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

მ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებში მოქმედი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობა;

ნ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 22 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე