„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016863
07
12/03/2021
ვებგვერდი, 15/03/2021
010320040.22.026.016863
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №07

2021 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის N90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016832) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11და 11 მუხლები:

მუხლი 111საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

გ) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.

2. სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის 1 წლის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:        

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 112. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;

გ) ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი.

2. მუშაობის 1 წლის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:        

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4.  ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე.

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე