დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016323 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 23/04/2018წ 010260030.35.168.016255) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-81 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ და მრავალშვილიანი, რომელებსაც ჰყავთ სამი არასრულწლოვანი და მეტი, ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 26 წლამდე), რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.“. |
2.
მე-13 მუხლის („ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება“) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარება“. |
3.
მე-13 მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ხოლო დამხმარე ნაგებობებზე მიყენებული ზარალისთვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები