„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 23/02/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016172
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
23/02/2021
ვებგვერდი, 24/02/2021
040170020.57.069.016172
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2021 - 25/02/2021)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №24

2021 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“:

ა) მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. გამარტივებული შესყიდვისას გადაწყვეტილების მიღებისა და გამოქვეყნების/შეთანხმების განსხვავებული წესი

თუ გამარტივებული შესყიდვა მოიცავს რამდენიმე შესყიდვის ობიექტს და საქონელთან ან/და მომსახურებასთან ერთად, ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით:

ა) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და, შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ცალკე, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და, შესაბამისად, მომართვა წარადგინოს ცალკე, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს მომართვასთან ერთად, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ხოლო თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს მომართვის წარდგენამდე/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია კონკრეტული ვადით და აღნიშნული ვადა არ არის ამოწურული. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთოს სისტემაში გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან/გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.“;

გ) 71 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, იზრდება ხელშეკრულების შესრულების ვადა და აღნიშნული ცვლილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებაში, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების შესრულების ვადის უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილების სააგენტოსთან შეთანხმებისას, გაითვალისწინოს სააგენტოსთვის ამ წესის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადა.“;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5 000 ლარს, გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ სისტემაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით,  მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირთან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართის — „გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების, შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების განხორციელების წესის“:

ა) 1.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, თუ ამ საფუძვლით შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია.

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

შენიშვნა: თუ შემსყიდველი ორგანიზაცია „შესყიდვის ღირებულებაში“ მონიშნავს შესყიდვის ღირებულების ისეთ ოდენობას, რომელიც შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინამდებარე კითხვარს სისტემა ავტომატურად მიანიჭებს შესაბამის კოდს, რა დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, წესისა და წინამდებარე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოაქვეყნოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, აგრეთვე, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.​​​[1]“;

ბ) 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. ექსკლუზიური უფლებამოსილება, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

• გთხოვთ მიუთითოთ, რომელი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს შესასყიდი საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება.

• გთხოვთ მონიშნოთ CPV კოდი.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა.

• გთხოვთ მიუთითოთ შესყიდვის ღირებულება.

• რა არის შესყიდვის ობიექტი?

• რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?

• რა მეთოდით დადგინდა პირის ექსკლუზიური უფლებამოსილება?

• რა მეთოდით დადგინდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?

• აღემატება თუ არა შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს? (კი/არა)

• [თუ აღემატება] ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ აღემატება] როგორ განისაზღვრა ქვეყნის გარეთ გონივრული ტერიტორიული ფარგლები?

• [თუ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] ქვეყნის შიგნით ხომ არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• [თუ არ აღემატება] რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება?

• რამდენად შესაძლებელია, რომ შესყიდვის ობიექტი დანაწევრდეს ცალკეულ კომპონენტებად და იმგვარად იქნეს შესყიდული? (კი/არა)

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრდეს შესყიდვის ობიექტი?

• [თუ არ არის შესაძლებელი დანაწევრება] რატომ არ შეიძლება შესყიდვა დანაწევრებული კომპონენტების მიხედვით?

• [თუ შესაძლებელია დანაწევრება] რატომ არ შეიძლება დანაწევრებული კომპონენტების სხვადასხვა პირისგან შესყიდვა?

• როგორ განისაზღვრება ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადები?

• რამდენად გონივრულია ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების ვადა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ბაზარზე შესაძლებელია გაჩნდეს საქონლის მომწოდებელი, მომსახურების გამწევი ან სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი სხვა პირი ან/და მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად?

• გთხოვთ ატვირთოთ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, აგრეთვე, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი​​​[6].“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე