დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017993 |
|
„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/10/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017215) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის“:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდებები; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით); გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.“; ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში რეესტრში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები