დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016525 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, ასევე დაემატოს „დ.ა“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 18-დან 26 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე: დ.ა) ბენეფიციარებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დ.ბ)კლასიკური ფენილკეტონურიით დაავადებულ ბენეფიციარებს,– 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დ.გ)აუტიზმით დაავადებულ ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“ 2. მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები