„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 200230110.10.003.022620
68
17/02/2021
ვებგვერდი, 18/02/2021
200230110.10.003.022620
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2021 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 24-ე მუხლის:

1. პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას/მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდუმლოობის გრიფი და დავების განხილვის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს არ აქვს დაშვება შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის სახელმწიფო საიდუმლოებასთან, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია, დაიწყოს სხდომა, თუ მას ესწრება შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისა.“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხდომის თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს, თუ მორიგი საჩივრის განხილვას ესწრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − იმავე პუნქტით განსაზღვრულ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია