დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ს-11 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - აწარმოე საქართველოში |
| მიღების თარიღი | 16/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 22 სექტემბრის №ს-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცვიული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიცვალოს 2020 წლის 22 სექტემბრის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ №ს-44 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის დეპარტამენტს. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები