„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 002/02
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 20/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016008
002/02
16/03/2021
ვებგვერდი, 23/03/2021
280030000.73.085.016008
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №002/02

2021 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.         
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ან ელექტრონული სისტემა). დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდზე სააგენტოს მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, შეტყობინებას ან მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, ხელმოწერილ დოკუმენტს. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე სააგენტოს მიერ განთავსებული ნებისმიერი და ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წერილი თუ შეტყობინება ჩაითვლება აღნიშნული გვერდის მფლობელი დასაქმებულის, მონაწილის ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ოფიციალურად გაცნობილად, ასეთი შეტყობინების, წერილისა თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი გვერდის მფლობელის მიერ გაცნობის ან შესაბამის გვერდზე განთავსების თარიღიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.“.

2. მეორე მუხლის მეორე პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) მაკორექტირებელი დეკლარაცია - სააგენტოსათვის წარდგენილი საპენსიო დეკლარაციის და მასში გათვალისწინებული საპენსიო შენატანების კორექტირების (შემცირების) მიზნით, დამსაქმებლის / თვიდასაქმებულის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებული და წარდგენილი დეკლარაცია.“

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი - ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს საპენსიო დეკლარაციების, მაკორექტირებელი დეკლარაციის მომზადებას და წარდგენას და რომელსაც დამსაქმებელი/თვითდასაქმებული იყენებს საპენსიო სააგენტოსაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის.

ჟ) დასაქმებულის საპენსიო გვერდი - ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულებისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც დასაქმებულებს ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ თავიანთ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე და რომელსაც დასაქმებული იყენებს საპენსიო სააგენტოსაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საპენსიო შენატანის შეცდომით, ნაკლებობით ან ზედმეტად გადახდა

1. თუ დამსაქმებელმა ან დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულმა თვითდასაქმებულმა, გაწევრიანებული დასაქმებულის ან/და თვითდასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ საპენსიო შენატანი გადაიხადა ზედმეტობით, ის ელექტრონულ სისტემის მეშვეობით ქმნის და საპენსიო სააგენტოს წარუდგენს მაკორექტირებელ დეკლარაციას, რომელიც დახურვის შემდეგ ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სააგენტო, ცალკეული ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ მაკორექტირებელი დეკლარაციის წარმოდგენის სიხშირე, დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღის ცვლილება, დასაქმებულის/პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანება, დასაკორექტირებელი საპენსიო დეკლარაციების რაოდენობა, კორექტირებული საპენსიო შენატანის ოდენობა, პერიოდი მაკორექტირებელ დეკლარაციის წარმოდგენის თარიღსა და პირვანდელი საპენსიო დეკლარაციის თარიღს შორის, უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდოს მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად ასახვა/დახურვა, მანამ სანამ არ მოხდება მისი შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზასთან ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ მონაცემებთან ან/და საჭიროების შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან (შემდგომში ერთობლივად ან ცალ-ცალკე - ბაზები) შედარება. ასეთი შეზღუდვის თაობაზე დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს და შესაბამის დასაქმებულს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის/პირის დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შექმნას და საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს მაკორექტირებელი დეკლარაცია(ები), გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის საფუძველზეც ხდება შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული), საპენსიო შენატან(ებ)ის განულება და რომელში ასახული ინფორმაციაც ექვემდებარება საპენსიო სააგენტოს მიერ შედარებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაკორექტირებელი დეკლარაციის ბაზებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღების თარიღიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისობის შედარების დღისათვის არსებული მონაცემების გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ბაზებთან მაკორექტირებელი დეკლარაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაცია დაიხურება და აისახება ელექტრონულ სისტემაში, რის თაობაზეც ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამატებით ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს და შესაბამის დასაქმებულს ან პირს, რომელიც შეცდომით იქნა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბაზებთან მაკორექტირებელი დეკლარაციის შესაბამისობის შემოწმება, სააგენტო უფლებამოსილია, დამსაქმებლისაგან/თვითდასაქმებულისაგან ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა აითვლება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სააგენტოსათვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით სრულად წარდგენის თარიღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოსათვის წარდგენილ უნდა იქნას სააგენტოს მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განუხილველად დატოვოს და არ დახუროს/ასახოს ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაცია, თუ სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ არ იქნა წარდგენილი ან არასრულად იქნა წარდგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადაში;

ბ) არ დააკმაყოფილოს და არ დახუროს/ასახოს ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაცია, თუ შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის და სააგენტოს მიერ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) ბაზებთან შესაბამისობა ვერ იქნა დადგენილი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს პასუხი, შესაბამისი მიზეზის მითითებით ეცნობება დამსაქმებელს, თვითდასაქმებულს და შესაბამის დასაქმებულს/პირს, რომელიც შეცდომით იქნა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვისას/დახურვისას, უქმდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების ფაქტი, ხოლო დასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულად ჩაითვლება ნებისმიერი დამსაქმებლის მიერ მისი სახელითა და მის სასარგებლოდ აღნიშნული თარიღის შემდგომ პირველივე საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება, ვინც კანონის საფუძველზე უფლებამოსილია ნებაყოფლობით გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში, დამსაქმებული ვალდებულია მოითხოვოს შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის სტატუსის გაუქმება, რისთვისაც ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) დამსაქმებლის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დასაქმებულს არ მიუმართავს დამსაქმებლისათვის, კანონის თანახმად დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების თაობაზე;

ბ) შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის წერილობითი განცხადება მასზე, რომ მას არ მიუმართავს განცხადებით დამსაქმებლისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების მოთხოვნით;

გ) შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორადაა წარმოდგენილი დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია დამსაქმებელს განუსაზღვროს დამატებით 5-დღიანი ვადა არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სააგენტო:

ა) განუხილველად დატოვებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამსაქმებლის მიერ არასრულად ან არასწორად იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის მე-9 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) არ დააკმაყოფილებს დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნას, თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის იმ დამსაქმებლის მიერ, რომელმაც დასაქმებული გააწევრიანა დაგროვებით საპენსიო სქემაში.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სააგენტოს გადაწყვეტილება, დამსაქმებელს და დასაქმებულს ეცნობება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია ასეთ გადაწყვეტილებაში არ მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები ან/და მიზეზები, რაც გახდა გადაწყვეტილების საფუძველი.

12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვისას, უქმდება დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის გაწევრიანების ფაქტი, შესაბამისი დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და მის სასარგებლოდ პირველი საპენსიო შენატანის შეცდომით განხორციელების თარიღიდან.

13. ამ მუხლის შესაბამისად, დახურული მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, საბალანსო თანხის სახით, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვიდან და ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი ან დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის წერილობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, სააგენტოს მიერ დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი საპენსიო შენატანის არსებობის შემთხვევაში, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან ან/და სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო სახაზინო ანგარიშზე დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამის წილს, შესაბამისი პროპორციით. ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხულ სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააგენტო გადარიცხავს ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

14. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული დააკორექტირებს საპენსიო შენატანს, რომელიც უკვე მონაწილეობს სააგენტოს საინვესტიციო პორტფელში, ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანის დაბრუნება მოხდება შემდეგი რიგითობით:

ა) სახელმწიფო ხაზინაში დაბრუნდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) დამსაქმებელს ან თვითდასაქმებულს დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხიდან ის თანხა, რომელიც ტოლია შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ შეცდომით განხორციელებული შესაბამისი საპენსიო შენატანის საფუძველზე თვითდასაქმებულის/დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) ინდივიდუალურ ანგარიშზე ასახულ შესაბამის საპენსიო აქტივების ღირებულებას დაკლებული სახელმწიფო ხაზინისთვის დაბრუნებული თანხა.

15. თუ დამსაქმებლისათვის/თვითდასაქმებულისათვის დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც ასახული იყო შესაბამისი დასაქმებლის/პირის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, არ არის საკმარისი ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია შეავსოს აღნიშნული დანაკლისი სააგენტოს ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სხვაობის გადარიცხვის გზით, ხოლო თუ იგივე შენატანი არ არის საკმარისი მხოლოდ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, სააგენტო არ არის ვალდებული შეავსოს ასეთი დანაკლისი.

16. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვის და ელექტრონულ სისტემაში ასახვის, ასევე ამ მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე სააგენტოს მიერ დამსაქმებლის/დასაქმებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს დაუბრუნოს დასაქმებულის სახელით და ხარჯით გადახდილი საპენსიო შენატანი (2%) და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სააგენტოს მიერ შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვიდან და ელექტრონულ სისტემაში ასახვიდან ან სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

17. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს ან თვითდასაქმებულს სურს საბალანსო თანხის სახით ასახული თანხის მის საბანკო ანგარიშზე დაბრუნება, დამსაქმებელი ან თვითდასაქმებული ვალდებულია მიმართოს სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მოითხოვოს აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის დაბრუნება მის მიერ ელექტრონულ სისტემაში არჩეულ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა საპენსიო შენატანის გადახდა ან მის სხვა საბანკო ანგარიშზე, რა შემთხვევაშიც უნდა წარადგინოს შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მოცემული იქნება ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, დამსაქმებლის / თვითდასაქმებულის საბანკო ანგარიშის ნომერი.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნა წარუდგინოს დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელსაც განიხილავს და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში დამატებით განახორციელებს შედარებას ბაზებთან მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ბაზებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტით მოთხოვნილი თანხა სააგენტოს მიერ გადაირიცხება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე, სააგენტოს მიერ შესაბამისობის დადგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რაც ეცნობება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სააგენტოს უარი, დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი მიზეზის მითითებით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ეცნობება ასევე ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

19. დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ დასაქმებულის/ თვითდასაქმებულის სახელითა და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის ნაკლებობით გადახდის შემთხვევაში, ის ვალდებულია სააგენტოს ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე განახორციელოს შესაბამისი თანხის გადახდა, რაც აისახება მისი საბალანსო თანხის სახით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგინოს დამატებითი საპენსიო დეკლარაცია, სადაც უნდა მიეთითოს იმ დასაქმებულის ხელფასის ან თვითდასაქმებულის შემოსავლის გადახდის თარიღი, რომლისთვისაც ხდება დამატებითი საპენსიო შენატანის განხორციელება.

20. ამ მუხლით განსაზღვრული წესები და პროცედურები ვრცელდება სახელმწიფო დამსაქმებელზე, სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ მისი დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ განხორციელებულ/განსახორციელებელ საპენსიო შენატანზე, იმ განსხვავებით, რომ:

ა) ამ მუხლით გათვალისწინებული მაკორექტირებელი დეკლარაციების სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის წარდგენა ხორციელდება არა ელექტრონული სისტემის, არამედ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით;

ბ) სააგენტოსა და სახელმწიფო დამსაქმებელს შორის ამ მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაცია განხორციელდება სააგენტოსა და სახაზინო სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

გ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო დამსაქმებლისაგან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა და სააგენტოსათვის ასეთი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა განხორციელდება წერილობითი ფორმით ან სააგენტოსა და სახაზინო სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით;

დ) სახელმწიფო დამსაქმებელთა მიმართებაში ამ მუხლის მე-13 პუნქტი და მე-14 პუნქტი არ მოქმედებს;

ე) სახელმწიფო დამსაქმებელთა მიმართებაში ამ მუხლის მე-17 პუნქტი და მე-18 პუნქტი არ მოქმედებს;

ვ) ამ მუხლის შესაბამისად, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვიდან და ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში:

ვ.ა) დახურული მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი, სააგენტოს მიერ დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით;.

ვ.ბ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე;

ვ.გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

ზ) ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სახელმწიფო დამსაქმებლის შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში:

ზ.ა) დასაქმებულის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება სახელმწიფო დამსაქმებლის სახაზინო ანგარიშზე, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით;

ზ.ბ) დამსაქმებლის სახელით და ხარჯით ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნდება დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრით, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით.;

ზ.გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანი დაბრუნდება სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე;

ზ.დ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე.

თ) სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი საპენსიო შენატანის არსებობის შემთხვევაში, მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის დღიდან ან/და სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების არსებობის დღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო სახაზინო ანგარიშზე დააბრუნებს სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამის წილს, შესაბამისი პროპორციით. ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხულ სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააგენტო გადარიცხავს ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე;

ი) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დამსაქმებელი დააკორექტირებს საპენსიო შენატანს, რომელიც უკვე მონაწილეობს სააგენტოს საინვესტიციო პორტფელში, ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანის დაბრუნება მოხდება შემდეგი რიგითობით:

ი.ა) სახელმწიფო ხაზინაში დაბრუნდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) სასარგებლოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი.ბ) სახელმწიფო დამსაქმებელს დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხიდან ის თანხა, რომელიც ტოლია შესაბამისი სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ შეცდომით განხორციელებული შესაბამისი საპენსიო შენატანის საფუძველზე დასაქმებულის/პირის (რომელიც შეცდომით იქნა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სქემაში) ინდივიდუალურ ანგარიშზე ასახული შესაბამისი საპენსიო აქტივების ღირებულებას დაკლებული სახელმწიფო ხაზინისთვის დაბრუნებული თანხა.

21. დამსაქმებლის, სახელმწიფო დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის მიერ ელექტრონული სისტემის ან სააგენტოსა და სახაზინო სამსახურს შორის არსებული ელექტრონული სერვისის მეშვეობით ან წერილობით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს/სახელმწიფო დამსაქმებელს/ თვითდასაქმებულს.“.


მუხლი 2.          
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 აპრილიდან.


საპენსიო სააგენტოს დირექტორიგიორგი დანელია