„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016346
2
12/02/2021
ვებგვერდი, 16/02/2021
010250050.35.103.016346
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2021 წლის 12 თებერვალი

დაბა მესტია

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 28/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016243). დამტკიცებულ  დანართს დაემატოს მუხლი 311
მუხლი 311 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 311. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

  1. სახელი;
  2. გვარი;
  3. პირადი ნომერი;
  4. დაბადების თარიღი;
  5. სქესი;
  6. მოქალაქეობა;
  7. ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
  8. ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
  9. ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მესტიის მუნიციპალიტეტის  მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.“

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე