„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017439
33
16/02/2021
ვებგვერდი, 17/02/2021
200090000.22.033.017439
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №33

2021 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლის:

1.  პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ;“.

2.  მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოიჯარის ან/და მძღოლის მომართვის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გასცეს ინფორმაცია აღნიშნულ პირთა სატრანსპორტო საშუალებით საქონლის ტრანსპორტირების მიზნით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის/გამგზავნის ან/და მყიდველის/მიმღების დასახელების/სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი