„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01 - ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 12/02/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040090000.30.060.016068
01 - ს
12/02/2021
ვებგვერდი, 15/02/2021
040090000.30.060.016068
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (სსმ, №248-ს, ვებგვერდი, 14/03/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი:  09040090000.30.060.016042) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელისუფლების ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის;“;

ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო;

კ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი;“.

2. 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  34 1  მუხლი:

„მუხლი 34 1. დელეგირება

მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინოს  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე

 

 

12 თებერვალი 2021 წ.

ქ. თბილისი

N01 - ს