„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017113
6
11/02/2021
ვებგვერდი, 11/02/2021
140130000.22.034.017113
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №6

2021 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“ მე-12 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრსა (სამმართველო) და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრი) მოთავსებულ უცხოელთან ვიზიტორთა, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური მისიისა და უფლებამოსილი საერთაშორისო/არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენელთა და კანონიერი წარმომადგენლის/ინტერესების დამცველის დაშვება განხორციელდეს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების აღკვეთასა და პრევენციასთან დაკავშირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საამისოდ უფლებამოსილი უწყების/უწყებების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მოთხოვნათა დაცვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური