ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.22.024.016689
1-1/37
11/02/2021
ვებგვერდი, 12/02/2021
300280000.22.024.016689
ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/37

2021 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გათავისუფლდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივ და ფუნქციურ განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.
მუხლი 2
1. ამ ბრძანების მიზნებისთვის, 100 000-ზე ნაკლები მომხმარებლისთვის მომსახურების გამწევ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოდ მიიჩნევა ენერგეტიკული საწარმო, რომელიც აკონტროლებს:

ა)  ერთ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომლის ქსელთან მიერთებული მომხმარებლების რაოდენობა 100 000-ზე ნაკლებია;

ბ) ერთზე მეტ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომელთა ქსელებთან მიერთებული მომხმარებლების ჯამური რაოდენობა ნაკლებია 100 000-ზე.

2. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა