ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილისაჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილისაჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016311
02
10/02/2021
ვებგვერდი, 11/02/2021
010250050.35.133.016311
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილისაჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 
                     

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2021 წლის 10 თებერვალი

ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილისაჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2904 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს  ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ვიდეოფირზე  ან/და ფოტოფირზე   დაფიქსირებულ   ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი დანართი N1  თანახმად.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია დიასამიძე



დანართი N1

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი

 


მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე    დაფიქსირებულ    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევის    ფაქტზე გამოწერილი   საჯარიმო   ქვითრის   საჯაროდ   გამოქვეყნებასთან   დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის     უფლებამოსილი  სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  განსახორციელებელ ღონიძიებებს.
მუხლი 2
1.   ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ვიდეოფირზე  ან/და  ფოტოფირზე დაფიქსირებულ  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევის     ფაქტთან  დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული),   საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904   მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს  (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

2.  თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.

3.   საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს რომელიც ვალდებულია აღნიშნული საჯარიმო ქვითარი გამოაქვეყნოს საჯაროდ.

მუხლი 3
1.  პირისთვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურული ერთეული ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო  ქვითარს დაუყოვნებლილვ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე: www. Khelvachauri.ge.

2.    საჯარიმო  ქვითრისა  და  და  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ამსახველი ვიდეოფირის   ან/და   ფოტოფირის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

3.  საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა  მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურად ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

მუხლი 4
1. საჯარიმო  ქვითრის  საჯაროდ  გამოქვეყნება  ხდება  შემდეგნაირად:  ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების    სახელმწიფო    სანომრო    ნიშნების    სრული    სია,    რომელთა მფლობელებზეც/მესაკუთრეზეც  გამოქვეყნების მომენტისათვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არჩაბარებია პირს და ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

   2.  დაინტერსებულ პირს  შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრო ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფირსირებულ  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევის    ფაქტთან    დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.

3.    ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული,   სადაც   დადგენილი   წესების   დაცვით   შესაძლებელია   კონკრეტული ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ამსახველი  ვიდეოფირის  ან/და  ფოტოფირის ნახვა.

მუხლი 5
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი  ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის  მიზნით,  სტრუქტურული  ერთეული საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

 

მუხლი 6
საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესისთ, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

 

მუხლი 7
ადმინისტრაციულ  სამართალდამრღვევის  მიერ  ჯარიმის  გადახდის  შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი (მონაცემები) ოფიციალური ვებ გვერდიდან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.