დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და მეათე კლასში მიღების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 10 მაისის №141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181 |
| დოკუმენტის მიმღები | განათლების სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 15/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.012.004.245 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.245
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №181
2000 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და მეათე კლასში მიღების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 10 მაისის №141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. 1999-2000 სასწავლო წლის დასასრულს ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და მე-10 კლასში მიღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და მე-10 კლასში მიღების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 10 მაისის №141 ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მიმდინარე სასწავლო წელს ქვეყნის ყველა სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე წლის 5 ივნისს 11 საათზე ჩატარდება მე-10 კლასში მისაღებ მოსწავლეთა ცოდნის ტესტური შემოწმება (ტესტური გამოცდა) მშობლიურ ენაში, მშობლიურ ლიტერატურაში, ალგებრაში, გეომეტრიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, საქართველოს ისტორიაში, ახალ ისტორიაში, საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, რუსულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში.“;
ბ) მე-4 პუნქტში რიცხვები ,,3” და ,,21” შეიცვალოს, შესაბამისად, ,,16” და ,,25”-ით;
გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ერთ ან ორ საგანში, ტესტურ გამოცდაზე დაიშვებიან ამ საგნებში საშემოდგომო გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
6. მოსწავლეთათვის პერსონალურ ტესტებს ამზადებს განათლების სამინისტრო განათლების განყოფილებების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად. კითხვაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით.“;
დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. ტესტური გამოცდების ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარების მიზნით სკოლაში იქმნება მისაღები საგამოცდო კომისია დირექტორის თავმჯდომარეობით. კომისიის წევრებად ინიშნებიან, ძირითადად, ის პედაგოგები, რომლებიც არ მუშაობენ მე-9 კლასებში.
9. ტესტურ გამოცდაზე განათლების სამინისტრო, სასკოლო ოლქები და განათლების განყოფილებები აგზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს. გამოცდაზე მოწვეული უნდა იქნენ დამკვირებლებად მშობლებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები არა უმეტეს სამი პიროვნებისა კლასზე.“;
ე) მე-12 პუნქტში რიცხვი ,,2,5” შეიცვალოს რიცხვით ,,3”;
ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
13. მოსწავლეთა ტესტური საგამოცდო ნამუშევრები გამოცდების დამთავრებისთანავე სწორდება სკოლაში საგამოცდო კომისიის მიერ, ზემდგომი განათლების ორგანოს, მშობელთა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლების თანდასწრებით. ტესტური გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა ნამუშევრების ობიექტურად გაწორებაზე პერსონალურად პასუხს აგებს სკოლის დირექტორი. მოსწავლეთა ტესტური ნამუშევრები ინახება სკოლაში დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ მათი განათლების სამინისტროში გამოთხოვამდე.“;
ზ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
19. მოსწავლე, რომელსაც მიღებული აქვს არასრული საშუალო განათლების სერტიფიკატი და ტესტურ გამოცდაზე დააგროვაა ...25..... და მეტი ქულა (სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებში .....27............ და მეტი ქულა), ჩაირიცხება სახელმწიფო სკოლის მე-10 კლასში.
მოსწავლეს, რომელსაც მიღებული აქვს არასრული საშუალო განათლების სერტიფიკატი და ტესტურ გამოცდაზე დააგროვა .....25.......... ქულაზე ნაკლები (სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში- ....27.......... ქულაზე ნაკლები), მაგრამ არ ჩაირიცხა სახელმწიფო სკოლის მე-10 კლასში, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს დაწყებით პროფესიულ, საშუალო პროფესიულ ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში. ამავე დროს ეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაიაროს მისღები ტესტური გამოცდა მომდევნო წელს.“;
თ) 21-ე პუნქტის მეორე აბზაცის ბოლო წინადადება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: ,,სახელმწიფო სკოლის მე-10 კლასში მათი ჩარიცხვის საკითხს განიხილავს სკოლის პედგოგიური საბჭო მომდევნო წელს”;
ი) 52-ე-66-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;
კ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„67. სპეციალიზებული (ფიზიკა-მათემატიკურ და ა.შ.), პროფილური და ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მომუშავე სკოლებს უფლება ეძლევათ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნონ მეათე კლასში მისაღები დამატებითი გამოცდა ერთ-ერთ მაპროფილებელ საგანში.
მოსწავლეს, რომელიც კონკურსის შედეგად ვერ ჩაირიცხა თავისავე სკოლის მე-10 კლასში, უფლება ეძლევათ, მიღებული სერტიფიკატისა და ტესტურ გამოცდაზე დაგროვილი ქულების სფუძველზე, სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მე-10 კლასში, თავისუფალი ადგილების შემთხვევაში, 6 სემესტრში სწავლის დადგენილი საფასურის გადახდის პირობით.“
ლ) 68-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„68. სახელმწიფოს ხარჯზე მე-10 კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა შემადგენლობა განისაზღვრება ტესტურ გამოცდაზე დაგროვილი ქულების შესაბამისად.
მ) 75-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„75. განმეორებითი წერითი გამოცდები მე-11 კლასებში ტარდება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – 19 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 22 ივნისს.
ნ) 79-ე პუნქტის ბოლო აბზაცში რიცხვები ,,18” და ,,21” შეიცვალოს, შესაბამისად, ,,19” და ,,22-ით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, სასკოლო ოლქების სამმართველოებმა, საქართველოს ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებებმა:
2.1. დროულად დაიყვანონ ეს ბრძანება ყველა სასწავლო დაწესებულებამდე.
2.2. პრაქტიკული დახმარება გაუწიონ სასწავლო დაწესებულებებს მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და მე-10 კლასში მიღების ორგანიზებულად ჩატარებაში.
2.3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს განათლების მინისტრის მოადგილეს თ. ტატიშვილს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. კარტოზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები