ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის VI შესახვევისთვის, ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მსახიობის ხათუნა ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის VI შესახვევისთვის, ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მსახიობის ხათუნა ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016595
38
29/01/2021
ვებგვერდი, 10/02/2021
000000000.00.101.016595
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის VI შესახვევისთვის, ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მსახიობის ხათუნა ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №38

 2021  წლის 29 იანვარი

თბილისი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის VI   შესახვევისთვის, ბანაკის დასახლების  ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის მსახიობის ხათუნა ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ისნის რაიონში, მელაანის VI  შესახვევს, ბანაკის დასახლების I  ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს მსახიობის ხათუნა ჭიჭინაძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე