“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 10/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 11/05/2000
სარეგისტრაციო კოდი 250.012.004.237
  • Word
64
10/05/2000
სსმ, 42, 11/05/2000
250.012.004.237
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის №353 ბრძანებაში “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
იუსტიციის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 250.012.004.237

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №64

2000 წლის 10 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის1999 წლის 21 დეკემბრის № 353 ბრძანებაში „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისმიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

     „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასო ფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 21 დეკემბრის № 353 ბრძანებაში „სახელმწიფო საკუთრებაში“ არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პრეამბულაში სიტყვა „სახელმწიფოს“ შეიცვალოს სიტყვით „სახელმწიფო“.

2. ხელშეკრულების ფორმის მე-2 მუხლში სიტყვები „საქართველოს კანონი „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს კანონი „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“.

3. ხელშეკრულების ფორმის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„5.3. ხელშეკრულების მხარეთა განსაზღვრაა ხელშეკრულება ძალაში იყოს მისი ვადის გასვლამდე, თუ ის არ იქნება შეწყვეტილი იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“.

4. ხელშეკრულების ფორმის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6.4. დ) წინამდებარე ხელშეკრულებით იჯარა გულისხმობს აღნაგობის უფლებასაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

5. ხელშეკრულების ფორმის მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საიჯარო უფლების გასხვისება, ქვეიჯარით გაცემა და დაგირა ვება“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. მოიჯარეს უფლება აქვს ქვეიჯარით გასცეს მიწა და იჯარით აღებული სხვა ქონება. მეიჯარე ხელშეკრულების დადებით თანხმობას აცხადებს მიწის ქვეიჯარის გაცემის ნები სმიერი ცალკეული შემთხვევის მიმართ“.

     6. ხელშეკრულების ფორმის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„7.6. მოიჯარის მიერ იჯარის უფლების გასხვისების მიმართ გამოიყენება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის წესები“.

7. ხელშეკრულების ფორმის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად.

8. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

ჯ. ხეცურიანი