დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 16/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/04/2009 - 21/02/2014)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
კახა სეხნიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის უფროსი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
დავით ამაღლობელს – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს
ლევან გოთუას – სსიპ – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს.
მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მოწყობის თანდართული წესი.
მუხლი 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მოწყობის წესი
1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ჭარბი ლიკვიდურობის მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისათვის საქართველოს კომერციულ ბანკში (შემდგომში – კომერციული ბანკი) მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშის გახსნისა და მასზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონს აწყობს ამ დადგენილებით შექმნილი კომისია.
2. კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღსა და თანხის მოცულობას ადგენს კომისია და აქვეყნებს კანონით განსაზღვრული წესით.
3. კონკურს-აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს.
4. კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად კომერციული ბანკები კონკურს-აუქციონის მოწყობის დღეს კომისიას წარუდგენენ განაცხადს მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის მითითებით.
5. გამარჯვებული კომერციული ბანკი გამოვლინდება შეჯიბრებითობის პრინციპით, მოქმედი ფილიალების რაოდენობისა და შემოთავაზებული უმაღლესი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
6. გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად იხსნება სახელმწიფო ხაზინის მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიში და ხდება ამ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანა.
7. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ყოველი მომდევნო კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღს, თანხის მოცულობასა და ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს კომისია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები