„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016327
3
05/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
040030000.32.061.016327
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის  მე-18  მუხლის  მე-3  პუნქტის შესაბამისად, „საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის „აფხაზეთის   გეოლოგიის   და   მინერალური   რესურსების   სააგენტოს“  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2017წ. 040030000.32.061.016223) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“ (შემდგომში „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში  „სამინისტრო“)   მმართველობის  სფეროში შემავალი  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  მინისტრის წარდგინებით.“.

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას;“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  მინისტრი.“.

3. მე-5 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო ვალდებულია,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს  შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე