დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო ლიცენზიის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 27/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 28/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.012.004.233 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.012.004.233
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის
ბრძანება №17
2000 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო ლიცენზიის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონების „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე- 5 მუხლის მე- 2 პუნქტის და „საპროექტო – სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ I მუხლის მე- 2 და მე 4 პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზიის ფორმა (დანართი №1);
ბ) ლიცენზიის დანართი – ლიცენზირებას დაქვემდებარებული საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეობათა ჩამონათვალის ფორმა (დანართი № 2);
2. ლიცენზიის დანართი წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და მხოლოდ ერთობლივად გააჩნია იურიდიული ძალა.
მ. ჩხენკელი
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები