„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016688
1-1/33
08/02/2021
ვებგვერდი, 11/02/2021
040030000.22.024.016688
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/33

2021 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობებში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 124 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 184 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 244 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 304 ლარი;

 იმავე დღეს – 364 ლარი.“;

ბ)დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:

„ყ1) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 46 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 86 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 126 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 166 ლარი;

იმავე დღეს – 210 ლარი.“;

გ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 420 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 480 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 560 ლარი;

იმავე დღეს – 590 ლარი.“;

დ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 140 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს -220 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 300 ლარი;

იმავე დღეს – 380 ლარი.“;

ე)  „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოში ბინადრობის მუდმივი ნებართვა გააჩნია:

მე-7 სამუშაო დღეს – 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 420 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 480 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 560 ლარი;

იმავე დღეს – 590 ლარი.“;

ვ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოში ბინადრობის მუდმივი ნებართვა გააჩნია:

მე-7 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 140 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 220 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 300 ლარი;

იმავე დღეს – 380 ლარი.“.

 2. მე-3 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურები გადაიხდიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „თ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „უ“ „ყ“ და „ყ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის 50%-ს, დამრგვალებულს ნაკლებობით ერთეულებამდე.

 14. საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და საზღვაო პრაქტიკის გავლის მიზნით გადის სერტიფიცირებას, გათავისუფლებულია ყველა სახის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან წინამდებარე წესიდან გამომდინარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება დაჩქარებულ მომსახურებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი წარმოადგენს სათანადო დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები გადაიხდიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ყ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 50%-ს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა