დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016842 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 4878) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და ამ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის და რეფერირების წესი): ა) მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უსინათლო პირის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს სატელეკომუნიკაციო საშუალება, რათა მოხდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების პროცესის ჩაწერა ელექტორნული მოწყობილობის მეშვეობით, ოჯახის უფლებამოსილი პირის თანხმობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“; ბ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს თითოეული ოჯახის წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და იქიდან ამოიწეროს პირადი ნომრები.“; გ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დეკლარაციის „C4“ პუნქტში – „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“, ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების მომენტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ფულადი შემოსავლები, მათ შორის, მე-4 გრაფაში ქონების გაყიდვასა და ყიდვას შორის არსებული სხვაობა ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი გაყიდვის-ყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე. ამ პუნქტში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ ბანკიდან, ლომბარდიდან აღებული კრედიტი/სესხი, აგრეთვე, არასრულწლოვანი წევრის მიერ - ნებისმიერი სახის შეჯიბრებაში/კონკურსში/სპორტულ თამაშში მონაწილეობისათვის ან/და გამარჯვებისათვის მიღებული ფულადი სახის ჯილდო/პრიზი, რაც დასტურდება ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით.“; დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეკლარაციის „D“ ბლოკის ,,ოჯახის მიწა და სხვა ქონება“, „D1“ პუნქტის – „ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწას (იჯარით აღებულის ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება ოჯახის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული (იჯარით აღებულის ჩათვლით) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (შესაბამისი წილი), გარდა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე მიწის ნაკვეთისა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაბამისი წილის (მათ შორის, იჯარით აღებულის ჩათვლით) შესახებ ჰექტრების (ჰა) მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი/იჯარა არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჰექტრების (ჰა) მითითებით.“; ე) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის: ე.ა) ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა, აღინიშნება: სისხლდენა, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოჯახის წევრი იმყოფება არასრუწლოვან პირ(ებ)თან ერთად სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ – 112 და ზრუნვის სააგენტოს.“; ე.ბ) ,,ბ“-,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) „ოჯახის წევრზე შეიმჩნევა ფიზიკური ძალადობის ნიშნები“ – იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ფიზიკური ძალადობის ნიშნები: სხავადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები. ამ შემთხვევაში, მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ – 112 ან/და ზრუნვის სააგენტოს; გ) თუ „ოჯახის წევრი აღნიშნავს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ან სხვა ტიპის ძალადობაზე“ მისივე თანხმობით, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ–112 ან/და ზრუნვის სააგენტოს; დ) თუ „10 წლამდე ერთი ან მეტი ბავშვი იმყოფება უმეთვალყურეოდ“– სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ზრუნვის სააგენტოს.“; ე.გ) ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა (ბავშვს აღენიშნება რომელიმე ამათგან: სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება/ქოშინი, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი,სიმძიმის შეგრძნება სხეულის რომელიმე ნაწილში, განსაკუთრებით მუცლის ზედანა წილში და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება) ამ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერზე – 112, ზრუნვის სააგენტოს; ე.ბ) სახეზეა ფიზიკური ძალადობის ნიშნები (სხვადასხვა სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ნაკაწრები, იარაები, გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები, დამწვრობის კვალი, კოპები და სხვა სახის დაზიანებები. ამ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს – სსიპ–112 ან/და ზრუნვის სააგენტოს.“; ე.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ოჯახის წევრ(ებ)ი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების მიუხედავად, უარს აცხადებს ზრუნვის სააგენტოში გადამისამართებაზე, შემოიხაზება შესაბამისი გრაფა.“. 2. №4 დანართი (ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები