„ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016326
2
05/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
010250050.35.141.016326
„ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №19 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
 
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 25 დეკემბრის №19 დადგენილების დანართში  (www.matsne.gov.ge, 01/01/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016323):

1. დანართის   მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ერთჯერადი ფულადი დახმარებია გაიცემა ახალშობლის დაბადებიდნ 12 თვის განმავლობაში. 2020 წელს დაბადებულები ახალშობილები მიიღებენ დახმარებას შემდეგი ოდენობით: (იმ შემთხოვაში თუ არ უსარგებლიათ ანალოგიური დახმარებით 2020 წელს)“

ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 250 ლარი;

ბ) მესამე ახალშობილისთვის – 350 ლარი;

გ) მეოთხე ახალშობილისთვის – 500 ლარი;

დ) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის დაბადების შემთხვევაში 300(სამასი) ლარით მეტი.

2. დადგენილების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა (100-1500ლარი) და/ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ“.

3.დადგენილების დანართის მე-40 მუხლის ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან