„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016672
237
08/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
010250050.35.160.016672
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №237

2021 წლის 8 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:   

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და  უსინათლო პირები;

გ) სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები;

დ) რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მოსწავლეები;

ე) რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების  თანამშრომე(ებ)ლი:

ე.ა)  რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

ე.ბ) ა(ა)იპ – „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“;

ე.გ) ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი  ბიბლიოთეკა“;

ე.დ) ა(ა)იპ – „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“;

ე.ე) ა(ა)იპ  „რუსთავის ისტორიულ მუზეუმი“;

ე.ვ) ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“;

ე.ზ) ა(ა)იპ  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“;

ე.თ) ა(ა)იპ  „რუსთავსერვის ცენტრი“;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;

ზ) რუსთავში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;“

1.2  წესის მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა

„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აუნაზღაურდებათ შემდეგი სახით:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.40 ლარის ოდენობით.

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.50 ლარის ოდენობით.

გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.30 ლარის ოდენობით.

2. პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, ისარგებლებენ მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული შეღავათით.“

1.3 წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ქვეპროგრამის განხორციელების პროცესი და მექანიზმები

1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ყოველთვიურად, ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ და შემდეგ სუბიექტებს:

მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს“;

ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) პირველი პუნქტის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით  – სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს“, ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი  ბიბლიოთეკის“ დირექტორს, ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ ხელმძღვანელს, ა(ა)იპ  „რუსთავის ისტორიულ მუზეუმის“ დირექტორს, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ  „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, მხოლოდ იმ პირების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ მუნიციპალური შიდასაქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებას;

დ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით –  ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ან/და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ. 

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათით სარგებლობის მიღების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი  იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირებისთვის;

4. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ  შესაბამის უფლებამოსილ პირთან (ბარათის გამცემი) პროგრამით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი), უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისათვის საჭირო სამგზავრო პლასტიკური ბარათების (შემდგომში – ბარათი) დამზადებასა და გადაცემას, რომელზეც დატანილი იქნება მისი მფლობელის სახელი, გვარი,  პირადი ნომერი და ფოტოსურათი. იმ შემთხვევაში, თუ არ არის შერჩეული ბარათების გამცემი უფლებამოსილი პირი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოვლენილი სხვა უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების  (შემდგომში – ბარათი) მეშვეობით.

5. შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურებას ახორციელებს  ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ბარათის გამცემის“ მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით „ბარათის გამცემს“ წერილობით მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება „ბარათის გამცემის“  ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

7. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული მოქალაქის კუთვნილი ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას, ხოლო შპს  „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ უფლებამოსილი პირი, თუ მას აქვს პორტატული ელექტრონული მოწყობილობა, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ ან უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის მიზნით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება ერთი თვის ვადით. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 3 თვის ვადით ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ,  ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ უფლებამოსილი პირი, ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ უფლებამოსილი პირი, ბარათის კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს მეოთხე სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ბარათის განბლოკვას და სამგზავრო ფუნქციის აღდგენას.

10. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთათვის ბარათის პირველადი გაცემა განხორციელდეს უფასოდ. პირზე, რომელსაც ამ დადგენილების შესაბამისად ეკუთვნის რამდენიმე შეღავათი, გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, მისივე არჩევით.

11. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ქვეპროგრამის განმახორციელებელი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინების სახით უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს).

12. ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი), ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა), ვალდებულია დაბლოკოს ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს), საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

13. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანებს 10 სამუშაო დღისა გაიცემა ბარათი ან დასაბუთებული უარი ბარათის გაცემაზე.

14. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ  სისტემაში ჩართული M3  კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში, შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით   მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

1.4 წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  თანხების ანაზღაურება და ანგარიშსწორების წესი

1. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

2.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“   ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით   მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3  კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

3. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს ანგარიშსწორებას მომსახურების მიმწოდებელთან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი