„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016669
234
08/02/2021
ვებგვერდი, 09/02/2021
010250020.35.160.016669
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №234

2021 წლის 8 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის  97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №97 დადგენილების (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.160.016308) პირველი მუხლით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისთვის მიმართვის შემდეგ გაიცემა საფლავი შემდეგი საფასურის გადახდის შემთხვევაში:

ა)   ერთადგილიანი – 50 ლარი;

ბ)   ორადგილიანი – 100 ლარი;

გ)   სამადგილიანი – 200 ლარი;

დ)  ოთხადგილიანი – 300 ლარი;

ე)  ერთი ადგილის მომატება – 150 ლარი;

ვ) სამარხზე მომსახურება  (მიწის გათხრის სამუშაოები) –  120 ლარი.“

1.2 წესის მე-4 მუხლს დაემატოს 21 და 22 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21.ათზე მეტ ადგილიანი საფლავის შეძენის სურვილის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია მომართავს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შეთანხმების მიზნით.“

„22. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სარიტუალო მომსახურების შეღავათით სარგებლობა შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სარიტუალო მომსახურებები“ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი