„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022606
54
05/02/2021
ვებგვერდი, 05/02/2021
470230000.10.003.022606
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №54 

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. 115 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (შემდეგში – უცხოელი სტუდენტები), გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტებისა, საქართველოში შემოსვლის მიზნით ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) შემდეგი სპეციალური აპლიკაციის ფორმების შევსების გზით, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით;

ბ)  ამ მუხლის 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ელექტრონული პროგრამის სპეციალური ფორმის  „ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების/რეზიდენტების რეგისტრაციის ფორმის“ შევსების გზით.“.

„5. უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. 115 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო კარანტინს არ ექვემდებარებიან ის  უცხოელი სტუდენტები, რომლებიც:

ა) საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) არიან „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია