ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.167.016499
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
05/02/2021
ვებგვერდი, 08/02/2021
370070000.35.167.016499
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2021 - 04/03/2022)

 

  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2021 წლის 5 თებერვალი

ქ.ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის  №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge  11/02/2020, 370070000.35.167.016463).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



 

დანართი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი


1. ქ. ლაგოდეხში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი  მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = I MG  X  I TL X  C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I MG არის ქ. ლაგოდეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;

გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.

2. ქ. ლაგოდეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 14,40 ლარს.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის:

ა) სოფლებში: მაწიმი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გელათი, ზ/გურგენიანი, ცოდნისკარი, ჩადუნიანი, ვარდისუბანი,  ბაისუბანი, კაბალი, განჯალა,  ყარაჯალა, ჭაბუკიანი, აფენი-(ცხაკაია), მშვიდობიანი, საქობო, გიორგეთი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 10,80 ლარს;

ბ) სოფლებში: კართუბანი, უზუნთალა, ქვ/გურგენიანი, შეერთება, სვიდება, ფოდაანი, ლელიანი, მეორე ლელიანი, ფონა, ხეჩილი, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია

ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,64 ლარს;

გ) სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს.

4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.

5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხისათვის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,20 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.