დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.105.016588 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/02/2021 - 01/04/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №11 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 5 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი მეტრი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი („მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ზუგდიდის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn=IMGXITLXCXK, სადაც: 1. Cn - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. 2. IMG-არის ქ. ზუგდიდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.63-ს. 3. ITL-არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის - 1,4-ს; ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის - 1,25-ს; გ) შუალედური ზონისათვის - 1-ს; დ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის - 0,9-ს; ე) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის - 0,7-ს. 4. C-არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K-არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ცენტრალური ზონის I ქვეზონაში უდრის 350 - ს, ცენტრალური ზონის II ქვეზონაში - 300 - ს, შუალედურ ზონაში - 250-ს, ხოლო პერიფერიულ ზონაში - 200-ს.
|
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით ქ. ზუგდიდში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და შეადგენს 13,23 ლარს, ხოლო სოფლებში: ანაკლია, განმუხური, რუხი ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და შეადგენს 30,24 ლარს.
|
| მუხლი 4 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 9,45 ლარს.
|
| მუხლი 5 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისს ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 18,9 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლით დადგენილი ფასი.
|
დანართი №2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონირება
|
ცენტრალური ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
შუალედური ზონა
პერიფერიული ზონა I ქვეზონა
II ქვეზონა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები