დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.022604 |
|
„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2020, 240140000.10.003.022450) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“:
1. პირველ მუხლში: ა) „დ“, „თ“, „ი“, „პ“, „ჟ“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის/მიკროსესხის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო/მიკრომიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტად ჩაითვლება მიმართვის წარმდგენი ფიზიკური პირ(ებ)იც, თუ მის/მათ მიერ სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებულია სესხის/მიკროსესხის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ხოლო რესტორნის ოპერირებას ახორციელებს ამ პირ(ებ)ის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, რომელიც, თავის მხრივ, ხსენებული კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის დამფუძნებელს/დამფუძნებლებს და მის/მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არიან რეგისტრირებულნი მოვალეთა რეესტრში;“; „თ) რესტორანი – მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა-ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და უშუალო მოხმარებისათვის მზა საკვებისა და სასმლის მიწოდებით, როგორც ტრადიციულ რესტორნებში, ისე თვითმომსახურებისა და სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე არამოტორიზებულ ურიკებში, დასაჯდომი ადგილების უზრუნველყოფით ან მათ გარეშე (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს რესტორნებს, კაფეტერიებს, სწრაფი კვების რესტორნებს, ბარებს, ლუდის ბარებს, ტავერნებს, კოქტეილბარებს, ყავის/ჩაის სახლებს და ა. შ.). ამასთან, მეწარმე სუბიექტი რესტორნის მოსარგებლედ მიიჩნევა, თუ: − რესტორნისთვის საჭირო უძრავ ქონებას (კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა-ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა), საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლების საფუძველზე, ფლობს მეწარმე ფიზიკური პირის/მეწარმე იურიდიული პირის დამფუძნებელი ან/და დამფუძნებლის ოჯახის წევრი; − რესტორნისთვის საჭირო უძრავი ქონება (კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა-ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა) კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოყენებულია იმ სესხის/მიკროსესხის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც მითითებულია მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ შესაბამის მიმართვაში; ი) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღებული სესხის შემთხვევაში, სავალდებულოა, სესხის სრული მოცულობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყოს რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;“; „პ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში; ჟ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში;“; „ტ) თანადაფინანსების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის/მიკროსესხისათვის/სალიზინგო პროექტებისათვის გადასარიცხი თანადაფინანსების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა; უ) თანადაფინანსების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე/მიკროსესხის ძირის ნაშთზე/ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 დეკემბრის მდგომარეობით იმავე სესხზე/მიკროსესხზე/სალიზინგო პროექტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით; ფ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება; ქ) სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაიცა რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით; ღ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მისი ან/და მისი დამფუძნებლის ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“, „ჰ4“ და „ჰ5“ ქვეპუნქტები: „ქ1) მიკროსესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსესხის/სესხის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე გაცემული ფულადი თანხა) მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი/მიკროსესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;“; „ც) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ძ) მიკროსესხი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ ამ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღებული მიკროსესხის შემთხვევაში, სავალდებულოა, მიკროსესხის სრული მოცულობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყოს რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით; წ) საბრუნავი საშუალება − აქტივები, რომლებიც არ წარმოადგენენ ძირითად საშუალებას; ჭ) მიკრომიმართვა − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში; ხ) მიკროგანაცხადი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას; ჯ) სტანდარტული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული სესხი; ჰ) სტანდარტული მიკროსესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული აქტივი; ჰ1) სტანდარტული სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არაუმეტეს 30 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება; ჰ2) საყურადღებო სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საყურადღებო სესხი; ჰ3) საყურადღებო მიკროსესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საყურადღებო აქტივი; ჰ4) საყურადღებო სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არაუმეტეს 60 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება; ჰ5) ოჯახის წევრი − პირი, რომლის ნათესაური კავშირი მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელთან მტკიცდება მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი დაბადების ან/და ქორწინების მოწმობის მეშვეობით. ასეთ პირებს მიეკუთვნება მეწარმე სუბიექტის დამფუძნებლის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა 1. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკროსესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. 2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი (თავი I), სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი (თავი II), მიკროსესხის თანადაფინანსების კომპონენტი (თავი III). 3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს როგორც სამივე კომპონენტით ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე. 4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“. 3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა/ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.“. 5. მე-5 მუხლში: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრები.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. ამ მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი შესაძლებელია, ასევე გამოყენებულ იქნეს იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აღებული სესხების/მიკროსესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნითაც, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება განხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის შემდგომაც.“. 6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი საბანკო/მიკრო/სალიზინგო განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“. 7. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ კლასიფიცირდებოდა სტანდარტულ ან საყურადღებო სესხად.“. 8. მე-8 მუხლში: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სესხების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა დასახელებული სესხის აღების მომენტამდე. სარესტორნო მიმართულებით ოპერირებად მიიჩნევა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციამდე 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სესხის აღების მომენტამდე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული სარესტორნო საქმიანობაც; ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით (ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღებული სესხის შემთხვევაში, სავალდებულოა სესხის სრული მოცულობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყოს რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით). სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს.“; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო სესხი და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის მიერ დაფუძნებულ საწარმოზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე სესხით დაფარულია/გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) სალიზინგო პროექტები, რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე (ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სესხების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა ამ სესხის აღების მომენტამდე) და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კლასიფიცირდება სტანდარტულ ან საყურადღებო სალიზინგო პროექტად.“. 9. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. 10. მე-10 მუხლში: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის სალიზინგო პროექტი ლიზინგის გამცემის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის სტანდარტულ ან საყურადღებო სალიზინგო პროექტად კლასიფიცირებული.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მეწარმე სუბიექტს, კონკრეტულ სალიზინგო პროექტთან მიმართებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ.“. 11. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სალიზინგო პროექტების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა ამ სალიზინგო პროექტის გაცემის მომენტამდე. სარესტორნო მიმართულებით ოპერირებად მიიჩნევა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციამდე 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სალიზინგო პროექტის აღების მომენტამდე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული სარესტორნო საქმიანობაც;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომელმაც იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით მოახდინა მისი ან/და მისი დამფუძნებლის (მეწარმე იურიდიული პირის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაფარულ იქნეს დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირის სალიზინგო პროექტი) ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) იმ სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო სალიზინგო პროექტი.“. 12. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. 13. დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III: „თავი III მიკროსესხის თანადაფინანსების კომპონენტი
მუხლი 13. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმი 1. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული მიკროსესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად. 3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული მიკროსესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ იყო კლასიფიცირებული სტანდარტულ ან საყურადღებო მიკროსესხად. 4. მეწარმე სუბიექტს, კონკრეტულ მიკროსესხთან მიმართებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ. მუხლი 14. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტზე მიკროსესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული მიკროსესხების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა ამ მიკროსესხის აღების მომენტამდე. სარესტორნო მიმართულებით ოპერირებად მიიჩნევა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციამდე 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მიკროსესხის აღების მომენტამდე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული სარესტორნო საქმიანობაც; ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული მიკროსესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არა უმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით (ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საჭიროა დგინდებოდეს, რომ აღნიშნული მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით). მიკროსესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას; გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში. 2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები/მიკროსესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს. 3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის მიერ დაფუძნებულ საწარმოზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები/მიკროსესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების/მიკროსესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს. მუხლი 15. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარადგენს მიკრომიმართვას. 2. მეწარმე სუბიექტის მიერ მიკრომიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია: ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) რესტორნის სახელწოდება; დ) რესტორნის ფაქტობრივი მისამართი; ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის მიკროგანაცხადს. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენ მიკროგანაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული მიკროსესხების მოცულობა; გ) მიკროსესხის გაცემის თარიღი; დ) მიკროსესხის მიზნობრიობის აღწერა; ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის აღწერა; ვ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მიკროსესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში შესაბამისი მიკროგანაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის თანადაფინანსების მექანიზმის თანხას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაბამის ანგარიშზე. 6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და მიკროსესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება მიკროსესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მიკროგანაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები