„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022603
51
04/02/2021
ვებგვერდი, 08/02/2021
190040000.10.003.022603
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2021 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში დაევალოთ, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი, პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული, მიმდინარე კრედიტის დაფარვის პირობების ცვლილება ამავე სესხის მოცულობის გაზრდით პროგრამის ფარგლებში იმავე ან სხვა კომერციულ ბანკში. ამასთან, პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზების შემთხვევაში სავალდებულო ნამეტი თანხის მოცულობა უნდა შეადგენდეს დასარესტრუქტურიზებელი სესხის ნარჩენი ძირის არანაკლებ 10%-ს, არანაკლებ 50 000 ლარს. რესტრუქტურიზებად განიხილება ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის დაფარვის პირობების ცვლილება, ნებისმიერი მოცულობის თანხის დამატებით ან მის გარეშეც. ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, რესტრუქტურიზებად მიიჩნევა მეწარმე სუბიექტის მიერ მხოლოდ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის დაფარვის პირობების ცვლილება იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, თანხის დამატებით ან მის გარეშე;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) კვალიფიციური პორტფელი:

− სქემის ფარგლებში ჩართულ კომერციულ ბანკებს შორის საგარანტიო თანხის გადანაწილების კრიტერიუმი, რომელიც დაითვლება თითოეული ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად გაცემული სესხების შესაბამისად და რომლის პროპორციულად მოხდება კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის გადანაწილება;

− საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული და სქემის ფარგლებში ჩართული თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დათვლილი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით გაცემული სესხების ჯამური მოცულობა, რომლის პროპორციულად მოხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული საგარანტიო თანხის გადანაწილება;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამის ფარგლებში რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში გაცემულ ახალ სესხად და მასზე არ ვრცელდება საპროცენტო განაკვეთის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა.

10. თითოეული კომერციული ბანკისთვის კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად გადანაწილებული საგარანტიო თანხის არაუმეტეს 60%-ისა შეიძლება, მიმართულ იქნეს პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებული სესხებისთვის, კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლში:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 90 პროცენტის ოდენობაზე;

გ) გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას/რეფინანსირებისას, რესტრუქტურიზებულ/ რეფინანსირებულ სესხზე სესხის ნარჩენი ძირი თანხის ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხის 30 პროცენტის ოდენობაზე, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ბანკის მიერ მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის 90 პროცენტის ოდენობაზე;

დ) გაცემული სესხის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამის ფარგლებში რეფინანსირებისას, მხოლოდ ნამეტ თანხაზე, ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ძირი თანხის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ძირი თანხის 90 პროცენტის ოდენობაზე.“;

ბ) მე-7, მე-8, მე-9, 121 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული, შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრებით, რომელიც კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად ნაწილდება პროგრამაში ჩართულ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის. ამასთან, თითოეული საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობის არანაკლებ 10%-ისა სამინისტროს შესაბამისი აქტის საფუძველზე მიმართულ უნდა იქნეს პროგრამის ფარგლებში ჩართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული/რეფინანსირებული სესხებისათვის საკრედიტო გარანტიების უზრუნველსაყოფად.

8. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა გზით სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული/მოზიდული სახსრები შესაძლებელია, სააგენტოს მიერ გამოყენებულ იქნეს ამ პროგრამით გათვალისწინებული ახალი/არსებული საკრედიტო გარანტიების გაცემისათვის/უზრუნველყოფისათვის ან/და დაბრუნდეს/ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. პროგრამის ფარგლებში გაცემულ/რეფინანსირებულ (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მხოლოდ სესხის ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) სესხ(ებ)ზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხოლო კომერციული ბანკი ასევე რესტრუქტურიზებულ სესხებზე ყოველთვიურად უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე სესხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის წლიური 0.3%-ის ოდენობით, საკრედიტო გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში, კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. უცხოურ ვალუტაში რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, თითოეული სესხის ნაშთის ოდენობა დაითვლება სესხის რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.“.

„121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სარგებლობისას კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბენეფიციარის მიერ საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების (თევზსაჭერი გემის) შეძენის შემთხვევაში, გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, მოახდინოს გემის უფლებრივი დატვირთვა პროგრამის ფარგლებში აღებული/რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის უზრუნველსაყოფად და მოახდინოს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილი და სააგენტოს მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლება სააგენტოსა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

„17. პროგრამის ფარგლებში სესხის აღება არ შეუძლიათ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებმაც ამ სქემის ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადეს დეფოლტი ან/და დაარღვიეს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები ან/და დაარღვიეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის პირობები ან/და სესხის გაცემის/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების მომენტისთვის გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და რეგისტრირებულნი არიან მოვალეთა რეესტრში.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სააგენტო მოახდენს კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი გარანტიის კორექტირებას/ხელახალ გადანაწილებას, სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) გამოყოფილი გარანტიის ათვისების მაჩვენებლის შესწავლისას − სააგენტო უფლებამოსილია, ათვისების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ხელახლა გადაანაწილოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/კომერციული ბანკის მიერ აუთვისებელი გარანტია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს/კომერციულ ბანკებს შორის (ყოველ 6 კალენდარულ თვეში ერთხელ); ან

ბ) პროგრამაში ახალი კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩართვისას/დამატებისას − აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აუთვისებელი საგარანტიო თანხის არაუმეტეს 10%-ს მიმართავს დამატებული კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის საგარანტიო თანხის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამ წესით გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს დამატებული კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად დაანგარიშებულ საგარანტიო თანხის მოცულობას (ყოველ 6 კალენდარულ თვეში ერთხელ); ან

გ) პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმისას − სააგენტო აღნიშნული კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის აუთვისებელ ნაწილს კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად გადაუნაწილებს პროგრამაში დარჩენილ კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გამოყოფილი საგარანტიო თანხის ხელახალი გადანაწილება განსაზღვრავს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადანაწილების შემდგომ ასათვისებელი გარანტიის მოცულობას და არ იქონიებს გავლენას ხელახალ გადანაწილებამდე სააგენტოს მიერ გაცემული გარანტიების მოცულობაზე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტები, ხოლო თანამსესხებლების მიერ სესხის აღების/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზების შემთხვევაში − თითოეული ცალ-ცალკე, სესხის აღების/რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მომენტისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიების საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში;

ბ) მეწარმე სუბიექტის სასესხო ვალდებულებები არ უნდა აღემატებოდეს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარს.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-6 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის  გაცემული  სესხის  მინიმალური  მოცულობა  შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხ(ებ)ის რესტრუქტურიზებისას/რეფინანსირებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ეკვივალენტური/შესაბამისი ოდენობებით უცხოურ ვალუტაში, სესხის რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. სესხის მაქსიმალური მოცულობა არ იცვლება თანამსესხებლების მიერ სესხის აღების/რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას/რეფინანსირებისას სესხის მოცულობად მიიჩნევა რესტრუქტურიზების/რეფინანსირების განხორციელების მომენტში არსებული სესხის ნაშთი და არა გაცემული სესხის თავდაპირველი ოდენობა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის რეფინანსირებისას, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში აღებულ ახალ სესხად, რომელიც შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული სესხის მინიმალური მოცულობის მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამეტი თანხა (ახალი სესხი) გაცემულია რეფინანსირებული სესხის მომსახურების მიზნით, რომელიც, თავის მხრივ, აკმაყოფილებდა პროგრამით დადგენილ ლიმიტებსა და კრიტერიუმებს.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლში:

ა) მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის  მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტის ან/და  მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშებზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

− ახალი სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 31.5 პროცენტის ოდენობით; ხოლო

− მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, მხოლოდ ნამეტ თანხაზე (ახალი სესხი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს ნამეტი თანხის (ახალი სესხის) 31.5 პროცენტის ოდენობით;

− კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული/ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს რესტრუქტურიზებული/ რეფინანსირებული სესხის ძირის 10.5 პროცენტის, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხი) არაუმეტეს 31.5 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და  ამ პროგრამის  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“.

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემული ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)  ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 81 პუნქტები:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:

− ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად ნამეტი თანხის) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის,

− ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.“.

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის  გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების  31.5 პროცენტის ოდენობით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაცემულ/რეფინანსირებულ, ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის:

− 90 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას და ბანკის შემთხვევაში რესტრუქტურიზებისასაც ნამეტი თანხის ნაწილში) შემთხვევაში);

− 30 პროცენტისა (გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას, რესტრუქტურიზებული ძირის ნაწილში);

ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რესტრუქტურიზებულია/რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 90 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სხვა არსებითი დებულებები

1. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საკრედიტო გარანტიის გაცემის ლიმიტები დასახელებული რედაქციით მოქმედებს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებული ახალი/რესტუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხებისათვის.

2. 2021 წლის 1 ივნისიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია კომერციული ბანკის მიერ ადრე გაცემული სესხის/სესხების რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული რესტრუქტურიზებული სესხებისათვის.

3. ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა არ ვრცელდება 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებულ ახალ/რეფინანსირებულ/ რესტრუქტურიზებულ სესხებზე.

4. 2021 წლის 1 ივნისიდან პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:

ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობაზე.“.

5. 2021 წლის 1 ივნისიდან პროგრამის მე-7 მუხლში:

ა) მე-5, მე-7, 71, მე-8, 81, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  სააგენტოს  მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცებული და გაცემულია 2021 წლის 31 მაისის შემდეგ), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

− ახალი სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული  მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით;

− მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, მხოლოდ ნამეტ თანხაზე (ახალი სესხი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს ნამეტი თანხის (ახალი სესხის) 28 პროცენტის ოდენობით;

− კომერციული ბანკის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული  მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს რეფინანსირებული სესხის ძირის 10.5 პროცენტის, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხი) არაუმეტეს 28 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დამტკიცებულია 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:

− 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების  31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 31 მაისის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას შესაბამისად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების  28 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით;

− 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებული რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც დამტკიცებულია 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის,  გარანტირებული ნაწილის შესაბამისად:

− 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების  31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 31 მაისის შემდგომ დამტკიცებულ და გაცემულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“.

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით დამტკიცებული, ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)  ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 111 პუნქტები:

„101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში 2021 წლის 31 მაისის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის, ხოლო რეფინანსირებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

„111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 31 მაისის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული, ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)  ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“.

6. 2021 წლის 1 ივნისიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„9​1. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2021 წლის 31 მაისის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაწილის შემთხვევაში) ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია