დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016421 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 12/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016320).
1. ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი . 2. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის„ნ“ ქვეპუნტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარებს – ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულებს – წელიწადში 600 ლარის ოდენობით;“ 3. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სამამულო ომის მონაწილეებს, უსინათლო მოქალაქეებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს – ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად;“ 4. ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი. 5. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს ‘’ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებს – არაუმეტეს 500 ლარისა.“ 6. ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მესამე მუხლის მე-9 პუნქტი. 7. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლში და დაემატოს 151 და 152 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „151. გადაუდებელი რეაგირების ქვეპროგრამით მოსარგებლე პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“ „152. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ქვეპროგრამით მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები