დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.128.016420 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 14/04/2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016217).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება, დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. ნებართვის მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) ოდენობა განისაზღვროს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობაზე, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 ლარი; ბ) სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 ლარი; გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარი; დ) საკურორტო ზონაში, სხვა ნაგებობების მშენებლობაზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2.5 ლარი; ე) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 ლარი; ვ) საკურორტო ზონაში, სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 ლარი; ზ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა: ზ.ა) II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარი, ზ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარი, ზ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები