ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016004
1
18/01/2021
ვებგვერდი, 05/02/2021
000000000.00.143.016004
ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 განკარგულება №1

 2021 წლის 18 იანვარი

ხაშური

ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვების საფუძველზე, რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, კანონით დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის მინიჭება. ზემოხსენებული უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქალაქ ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: ხაშურში, „შინდარის“ დასახლებაში, დასავლეთით ესაზღვრება სარაჯიშვილის ქუჩა, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა, ჩიხის კოორდინატებია: X-382229 Y-4651481, X-382520 Y-4651229) მიენიჭოს წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელი.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

5. ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          მიხეილ ჯანაშვილი