„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 07/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017988
07/ნ
05/02/2021
ვებგვერდი, 05/02/2021
040030000.22.022.017988
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №07/ნ

2021 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სსმ, №117, 15/09/2010) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0193, მერაბ ალექსიძის II შესახვევი №2.“;

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს ინფორმაციული უსაფრთხოების შიდასამსახურებრივი გამოყენების წესებს, რომლებიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, დანერგვას, ფუნქციონირებას, ზედამხედველობას, მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას და განსაზღვრავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას;“;

გ) „ო“ – „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საკოორდინაციო საბჭოსთან და სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს;

პ) ამტკიცებს ცენტრის საქმისწარმოების წესს, ხოლო საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით - ცენტრის შინაგანაწესს;

ჟ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს;

რ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მთავრობასთან ათანხმებს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;“;

3. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. საკოორდინაციო საბჭო

1. საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს ცენტრის მართვის, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ კოლეგიურს ორგანოს.

2. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 2 წლის ვადით ნიშნავს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით.

3. საკოორდინაციო საბჭო შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 13 წევრისაგან. საკოორდინაციო საბჭოს წევრად პირი შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ: სამინისტროს წარმომადგენელი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს მმართველობით თანამდებობაზე დასაქმებული პირებისა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), პრორექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (გარდა ადმინისტრაციულ პოზიციაზე დასაქმებული პირი ან დაწესებულების დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი), სტუდენტი, დამსაქმებელთა/დამსაქმებელთა გაერთიანების და სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სპეციალისტები/ექსპერტები და სხვა პირები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება ცენტრის საქმიანობის განვითარებისათვის.

5. საკოორდინაციო საბჭოს წევრი, რომელიც დანიშნულია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ა.ბ) აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

ა.გ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ბ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ.ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

ბ.გ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

გ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ.ბ) პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ.გ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;

დ) დამსაქმებელთა/დამსაქმებელთა გაერთიანების წარმომადგენლის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

დ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ.ბ) შესაბამის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;

დ.გ) საბჭოს წევრობის კანდიდატად დანიშვნის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის (მენეჯერულ პოზიციებზე) სტატუსის ქონა;

ე) სტუდენტის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ე.ა) არანაკლებ მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის ქონა, ამასთან, არ უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ე.ბ)  მაღალი აკადემიური მოსწრება;

ე.გ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამის პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;

ე.დ) სტუდენტურ ან/და საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებსა და პროექტებში ჩართულობა;

ვ) სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ვ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ.ბ) სამოქალაქო სექტორში ან განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

ვ.გ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით/პროცესებში მონაწილეობით ან/და მიღებული განათლებით;

ზ) უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კვოტით, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობის ან/და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ ან საგანმანათლებლო პროგრამულ შეფასებებში მონაწილეობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

6. საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი ან ცენტრის სხვა თანამშრომელი.

7. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს:

ა) ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ;

ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

გ) ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის პროექტებს;

დ) ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს, მათ შორის - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განხორციელებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;

ე) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციისთვის;

ვ) განიხილავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების შედეგად მიღებულ შედეგებს და ცენტრის საქმიანობის განვითარების მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) ცენტრის შინაგანაწესის პროექტს;

თ) ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს;

ი) ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას.

8. საკოორდინაციო საბჭოს წევრები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში.

9. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში - თავმჯდომარე), რომელსაც ირჩევენ საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან, ამავე საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ერთ-ერთ წევრს აკისრებს საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულებას.

10. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

11. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საკოორდინაციო საბჭოს სხდომას.

12. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში არანაკლებ ორჯერ. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ცენტრის დირექტორის მიერ ან საკოორდინაციო საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე თავმჯდომარის მიერ.

13. საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

14. საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

15. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს  სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში.

16. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი, მათ შორის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული სხდომის ოქმი,  ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

17. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში და დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.

18. საკოორდინაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი და უნდა შეეძლოს ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.

19. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქის საკოორდინაციო საბჭოს წევრობის შემთხვევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცენტრი უფლებამოსილია აანაზღაუროს მისი მგზავრობის (საერთაშორისო და ადგილობრივი; შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა), დროებითი საცხოვრებლისა და დღიური ნორმის ხარჯები (150 ლარის ოდენობით).

20. საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში:

ა) თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;

ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით;

გ) ცენტრის დირექტორის მოთხოვნით, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ჩატარება გამართლებულია ტექნიკური მიზეზით, ფინანსური ან/და სხვა გონივრული დასაბუთებით.

21. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით ჩატარების შემთხვევაში:

ა) სხდომის დღის წესრიგის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალები წინასწარ ეგზავნებათ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით;

ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრები ინტერნეტის („სკაიპის“ ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, ერთდროული წვდომით მონაწილეობენ სხდომაში;

გ) სხდომის ოქმის პროექტი ეგზავნება მონაწილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ელექტრონული ფოსტით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული საკოორდინაციო საბჭოს მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში;

ე) საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

22. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს ცენტრი.

23. მინისტრი საკოორდინაციო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ცენტრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე:

დ.ა) საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას;

დ.ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრის მოვალეობების შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მესამე პირისათვის გამჟღავნების, გასაჯაროების ან/და პირადი ინტერესისთვის გამოყენების შემთხვევაში;

დ.გ) ამ მუხლის მე-17 ან/და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში;

დ.დ) ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრის რეპუტაციას ან ზიანს აყენებს ცენტრის ინტერესებს;

დ.ე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თუკი აღნიშნული თანამდებობრივი პოზიცია ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა ცენტრის დირექტორის მიერ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტული წევრის კანდიდატურის წარდგენის საფუძველს.

24. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით, ერთი თვის ვადაში ამ მუხლით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი