დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 167-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016071 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 104. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 4 თვეში ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 2. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილ კანონპროექტთა ნუსხას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. 3. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტი, რომელიც ამ დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება აგრეთვე ის კანონპროექტი, რომლის ინიციატორადაც ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ჩაითვალა კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი, მაგრამ აღნიშნულ კომიტეტს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არ აქვს ასეთი კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება. 4. საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტს თანხმობას ან უარს მის მიერ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის პროცედურაში ამ კანონპროექტის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე. პარლამენტის კომიტეტი ასეთ თანხმობას ან უარს იმავე ვადაში წარუდგენს მის მიერ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს, თუ იგი სხვა კომიტეტია. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრი ამგვარ თანხმობას ან უარს იმავე ვადაში წარუდგენს მის მიერ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული სუბიექტი არ წარადგენს ზემოაღნიშნულ თანხმობას ან უარს, ითვლება, რომ იგი უარს ამბობს შესაბამისი კანონპროექტის განხილვის პროცედურაში ამ კანონპროექტის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე. წამყვანი კომიტეტი ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის ან უარის მისთვის წარდგენის ან წარუდგენლობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება: ა) კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი სუბიექტი, თუ: ა.ა) მან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განაცხადა თანხმობა აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე; ა.ბ) კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია ამომრჩეველთა მიერ; ბ) კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი, თუ: ბ.ა) კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან პარლამენტის კომიტეტის მიერ და მან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარადგინა/თქვა უარი აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე; ბ.ბ) კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი წინა მოწვევის პარლამენტის არცერთი წევრი აღარ არის მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრი ან მიმდინარე მოწვევის პარლამენტის ყველა იმ წევრმა, რომელმაც ეს კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა წინა მოწვევის პარლამენტს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარადგინა/თქვა უარი აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურაში მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე; ბ.გ) კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია საპარლამენტო ფრაქციის მიერ. 6. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება პარლამენტის იმ დადგენილების პროექტზედაც, რომელიც პარლამენტს კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით წარედგინება.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 4 თებერვალი 2021 წ. N167-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები