დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 41 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 330100000.10.003.022593 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2020, 330100000.10.003.022100) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა სააგენტოსთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების დადებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში გამარჯვებულ შესაბამის მენაშენეს გააჩნია მშენებლობის პროექტის, რომელზეც მოპოვებულია მშენებლობის ნებართვა, განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 90%-ზე ხელმისაწვდომობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებული გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ავტომატურად კარგავს ძალას, ხოლო კონკურსში გამარჯვებული მენაშენე – კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები