დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 მაისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.137.016515 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 მაისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 მაისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2015 040110030.35.137.016176) კერძოდ:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (მერი). 2) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, რეგისტრატორი და კომისიის წევრები) განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 2. კომისიას თავმჯდომარეობს მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის მოადგილე (მოადგილეები) და/ან მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები), და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული ერთეულის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები