დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №101/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017987 |
|
„საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №101/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №101/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017960) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო გამოცდის/გამოცდების ჩაბარების საფუძველზე პირსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება. თუ პირი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ვერ მიმართავს დადგენილ ვადაში დაწესებულების სამაგისტრო გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მოთხოვნით და ვერ მოიპოვებს მისთვის სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, იგი უფლებამოსილია მიმართოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სამაგისტრო გამოცდაზე/გამოცდებზე დაშვების მოთხოვნით 2021 წლის პირველ მარტამდე და ჩარიცხვის შემთხვევაში ისარგებლოს ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მინიჭების უფლებით. 6. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, გამოიცემა რექტორის ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რექტორის ერთიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები