დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 16/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №76
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) სამედიცინო დეპარტამენტი.“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი:
„მუხლი 182.
სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და სხვა სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის წარმართვა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება მათი მხრიდან მატერიალური, ტექნიკური და საინფორმაციო დახმარების მიღების მიზნით;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
მუხლი 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები