ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ

ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016545
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12/04
01/02/2021
ვებგვერდი, 02/02/2021
220090000.18.011.016545
ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2021 - 31/03/2021)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №12/04

2021 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელებისას ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადამოწმების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43  პუნქტის, ასევე, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირი (შემდგომში –ანგარიშვალდებული პირი) ვალდებულია საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების დადებისას (თანხის ოდენობის მიუხედავად) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელებისას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გადაამოწმოს კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:  

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი და ადგილი;

გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქმედების ვადა/სტატუსი;

ე) რეგისტრაციის  მისამართი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ფოტოსურათი;

თ) სქესი.

მუხლი 2
ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვს წერილობითი თანხმობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების, უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად განხორციელების თაობაზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იმოქმედოს 2021 წლის პირველ აპრილამდე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე